ასოციაცის მიზნებია:

ინფორმაციული განათლების საერთშორისო ასოციაციის შექმნის მიზანია, ინფორმაციული განათლების და მედიაწიგნიერების ადვოკატირება და ამ საკითხების შესაბამისი მაღალი სტანდარტების დამკვიდრების გზით, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა.

ინფორმაციული განათლების და მედიაწიგნიერების სფეროს ფართო პოპულარიზაცია.

მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, საჯარო და კერძო სკოლებთან მედიაწიგნიერების და ინფორმაციული განათლების ფართო პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა და სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით.

ამ დარგებში მომუშავე მეცნიერთა და სპეციალისტთა მიღწევების პოპულარიზაცია.

მეცნიერთა ჯგუფებსა და კერძო სექტორის კონსოლიდაციის ხელშეწყობა.

უმაღლესი სასწავლებლებისთვის, სკოლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასწავლო კურსების შეთავაზება მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მედიასკოლების გამოცდილების პროპაგანდა.

საქმიანი, შემოქმედებითი და მეგობრული კავშირების განვითარება სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, ასოციაციებთან, საზოგადოებებთან, უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მედიასკოლებთან.

მედიაწიგნიერების სკოლების ქსელის დაარსება.

მედიაწიგნიერების და ინფორმაციული განათლების დარგში კონსულტაციების გაწევა.

ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.