მედიაწიგნიერება

ინფორმაციული წიგნიერება უნარების ნაკრებია, რომელიც ინ-დივიდისაგან მოითხოვს „გააცნობიეროს როდის არის საჭირო ინფორმაცია და შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტურად გამოყენება“. ინფორმაციული წიგნიერების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებებისა და მზარდი ინფორმაციული რესურსების თანამედროვე გარემოში.

ჯეინს პოტერი, ჯეფ შერი, სინდი შეიპე, ფეიტ როგო. მედიაწიგნიერება

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული წიგნი ” მედიაწიგნიერება” დაეხმარება მკითხველს მზარდ საინფორმაციო ნაკადებში სწორი ორიენტირებისთვის, ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის შეფასებისთვის კრიტიკული აზროვნების პლატფორმიდან.
თბილისი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2014
ია ანთაძისა და თამარ მოსიაშვილის რედაქტორობით