სიახლეები
2015-12-16 |
ანონსი: საჯარო ლექცია "მედიაწიგნიერება და დემოკრატია".
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი", ილიაუნის მოწვეული პროფესორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, გიორგი გახელაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "მედიაწიგნიერება და დემოკრატია".
ლექცია ჩატარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
დრო: 19 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.