სიახლეები
2016-03-22 |
საჯარო ლექცია: “მედიის მნიშვნელობა საზოგადოების განათლებაში“
ხუთშაბათს, 24 მარტს, 16:30 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის 420-ე აუდიტორიაში, განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მედიის მნიშვნელობა საზოგადოების განათლებაში“
ლექცია ჩატარდება ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციისა და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველო“-ს პროექტის „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი:
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი
მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველოში სწრაფად ვითარდება ერთი მხრივ მედიის გავრცელება, ხოლო მეორე მხრივ ყალიბდება საყოველთაო განათლების სისტემა, იწყება ამ ორი საზოგადოებრივი ინსტიტუტის პოლიტიკური მიზნებისთვის დაქვემდებარება. დღესაც, პიროვნების განათლებისთვის, და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებისთვის, მედიისა და სკოლების გავლენა ძირითად მექანიზმებად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც ინტერნეტის ტექნოლოგიების განვითარების საფუძველზე მედიის დემოკრატიზაცია ხდება, სულ უფრო ფართო და მრავალფეროვანი ხდება საგანმანათლებლო ფუნქციით შექმნილი მედია საშუალებები. ამას გავლენა აქვს ფორმალური განათლების სფეროზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებზე. იმისთვის, რომ ამ გავლენების მართვა საგანმანათლებლო სფერომ სათანადოდ შეძლოს, მნიშვნელოვანია თავად განათლების პრაქტიკაში ისეთი მიდგომების დანერგვა, რომლებიც ერთი მხრივ ფართო და ზოგჯერ არც თუ ღირებული საინფორმაციო ნაკადების, როგორც რესურსის გამოყენება. მეორე მხრივ კი, განათლების სფეროს ერთ-ერთი მიზანი ინფორმაციის თანამედროვე მედიის საშუალებებით გავრცელების უნარებისა და ეთიკური მიდგომების განვითარებაა.