სიახლეები
2016-03-23 |
საჯარო ლექცია: სინამდვილის რეპრეზენტაცია მედიაში.
22 მარტს, 15:00 საათზე, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში თამარ მოსიაშვილი წაიკითხა საჯარო ლექცია: „სინამდვილის რეპრეზენტაცია მედიაში“.
საჯარო ლექციაზე წარმოდგენილი იყო მედიაწიგნიერების კომპეტენციის რაობა, ინსტრუმენტები, რომლებითაც შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზი. ვისაუბრეთ მედიაწიგიერების საკვანძო კითხვებზე და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობებზე.
ლექცია ჩატარდა თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციისა და ფონდ “ღია საზოგადება საქართველოს“ პროექტის „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში.