სიახლეები
2015-12-04 |
საჯარო ლექცია - რატომ მედიაწიგნიერება?
7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რატომ მედიაწიგნიერება?“
ლექციას წაიკითხავს ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟურნალ „მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორი, ნატალია ინგოროყვა.
საჯარო ლექცია ჩატარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია.